2023-06-29 16:28:43, 1148 ნახვა
რეგიონი
ქედაში ბინაზე მოვლის პროგრამის ბენეფიციარებს ტკბილეულის ფუთები გადაეცათ
ქედაში ბინაზე მოვლის პროგრამის ბენეფიციარებს ტკბილეულის ფუთები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბინაზე მოვლის პროგრამით სულ 10 ხანდაზმული ბენეფიციარი სარგებლობს, რომლებსაც წითელი ჯვრის მოხალისეები სტუმრობენ და კომპეტენციის ფარგლებში უწევენ დახმარებას.
ბინაზე მოვლის პროგრამას ქედის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქედის ადგილობრივი ფილიალი ახორციელებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),