11:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 15:59:16, 1457 ნახვა

რეგიონი
ავიაკომპანია WizzAir-ის საბორტო ჟურნალში ბათუმზე სტატია გამოქვეყნდა

ავიაკომპანია WizzAir-ის მგზავრებს აჭარაში მოგზაურობის მიზეზებს აცნობს. „ბათუმში სტუმრობის 10 მიზეზი“ ამ სახელწოდებით სტატიას ვიზეარის მილიონობით მგზავრი  ზაფხულის განმავლობაში გაეცნობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, სტატია ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალის ,,Wizz” ივნისი, ივლისი, აგვისტოს გამოცემებშია განთავსებული.

„სტატიაში წამორჩენილია აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, ქართული ტრადიციები და სამზარეულო, მათ შორისაა აჭარული სამზარეულო, ქართული სტუმართმოყვარეობა, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებები. კომპანია WizzAir ფრენებს მსოფლიოს 51 ქვეყნის 190-ზე მეტ ქალაქში  ანხორციელებს. მის საბორტო ჟურნალს კი  ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო კამპანიებსა და პრეს-ინფო ტურების ორგანიზებას აგრძელებს. ამჯერად, აჭარის საიმიჯო კამპანიები მიმდინარეობს საერთაშორისო ტელევიზიებში Euronews, Deutsche Welle, BBC.

რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ვიზიტი აჭარაში.  მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს, ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს მასპინძლობდა.

სტატიის ბმული: https://lxm-group.aflip.in/wizz_June_July23_No_Cafe.html#page/100“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics