2023-06-18 17:24:20, 1283 ნახვა
რეგიონი
ახმეტა და ახალციხე სტიქიამ დააზიანა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ანი დაისეტყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ ნათესები მთლიანად განადგურდა.
ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო ადიგენის მუნიციპალიტეტშიც. მოსახლეობა აქაც ხეხილის, ნარგავების დაზიანება–განადგურებაზე საუბრობს.
ამასთან, ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა ბოძი წააქცია, რის შედეგადაც წინუბანსა და ხალაწანისკენ მიმავალი გზა ჩაიხერგა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,