|
2023-06-11 17:31:08, 1262 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მიმდებარედ დოღი გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მიმდებარედ, "იორამის გორას" ტერიტორიაზე, სოფლის დღესასწაულთან „კავთობასთან“ დაკავშირებით, დოღში შეჯიბრი გაიმართა. კასპის მერიის ცნობით, შეჯიბრში მონაწილეობდა კასპის და მცხეთის მუნიციპალიტეტის 14 ცხენოსანი. "შეჯიბრში პირველი ადგილი კასპელმა ლაზარე ონიკაშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილზე მეტეხელი თორნიკე ბოგველი, ხოლო მესამე ადგილზე თვალადელი გიორგი კაციაშვილი გავიდა. საპრიზო ადგილზე გასული ცხენოსნები მუნიციპალიტეტის მერიამ თასებით და მედლებით დააჯილდოვა. გამარჯვებულებს მედლები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილმა გადასცეს. დღევანდელი ღონისძიება მიეძღვნა ქართული ტრადიციების აღდგენას და მის დამკვიდრებას",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)