17:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 12:05:36, 1283 ნახვა

რეგიონი
გაიცანით ბაკალავრიატის IV კურსის წარმატებული სტუდენტი ლალი ოსიყმიშვილი

კასპის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებას ბაკალავრიატის IV  კურსის წარმატებულ სტუდენტს, ლალი ოსიყმიშვილს აცნობს.

მერიის ცნობით, ოსიყმიშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა ქალაქის #1 საჯარო სკოლა. 100%-იანი სახელმწიფო გრანტით სწავლა განაგრძო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ინგლისურენოვან პროგრამაზე.

"მუნიციპალიტეტში ეროვნულ გამოცდებში ქართულსა და ზოგად უნარებში ყველაზე მაღალი ქულის მიღებისთვის მერიისგან გადაეცა ფულადი ჯილდო. 

უნივერსიტეტში პირველი კურსიდან დღემდე დანიშნული აქვს ყოველთვიური სტიპენდია. 

2022 წელს, ხუთ თანაკურსელთან ერთად მონაწილეობდა "საქართველოს ბანკისა" და TBCS Consulting-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში, ჰარვარდის ბიზნეს ქეისების ამოხსნის ყველა ეტაპი წარმატებით გადალახეს, დაიკავეს მეორე ადგილი რომლის საპრიზო ფონდიც 6 000 ლარს შეადგენდა. 

4 წლის განმავლობაში მეხუთედ გახდა კასპის მერიის მიერ დაწესებული პოლკოვნიკ "ტარიელ შარიფაშვილი"-ს სახელობის სტიპენდიის მფლობელი. 

ამჟამად სწავლობს ბაკალავრიატის მეოთხე კურსზე, ფინანსების ინგლისურენოვან პროგრამაზე და იმავე პროფესიით მუშაობს დიდი ოთხეულის ერთ-ერთ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში Ernst&Young, სადაც გადის სტაჟირებას და გეგმავს სამომავლო კარიერის გაგრძელებასაც",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics