03:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 12:00:39, 1194 ნახვა

რეგიონი
კასპში, სკოლებს შორის რაგბში ფესტივალი ჩატარდა

კასპის ფეხბურთის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის #1, #2 და #3 საჯარო სკოლებს შორის რაგბში ფესტივალი ჩატარდა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის ჯერ სწავლება-ვარჯიში გაიმართა, შემდეგ კი ამხანაგური თამაში.

თამაშის დასრულების შემდეგ, ყველაზე აქტიური მორაგბეები რაგბის ბურთებით, ხოლო ყველა გუნდი თასებით დაჯილდოვდა.

"პროგრამის მიზანია, სკოლის მოსწავლეთა შორის რაგბის განვითარების პროგრამა – „ჩაერთე რაგბიში“ (Get Into Rugby) მონაწილეობა, მასში მონაწილე ბავშვებმა აღმოაჩინონ და გაითავისონ რაგბის ფასეულობები და ძირითადი პრინციპები, შეისწავლონ რაგბისთვის საჭირო არსებითი უნარები. 

აღნიშნულთან დაკავშირებით გასული წლის სექტემბერში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, განათლების სამინისტროს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუსა" და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics