18:00 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 22:19:25, 1313 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციაპლიტეტის მერიაში ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს უმასპინძლეს

კასპის მუნიციაპლიტეტის მერიაში ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტან მაისურაძე შიდა ქართლის სახლემწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან  შოთა ბეგლარაშვილთან ერთად მერიაში სტუდენტებს შეხვდა.

მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტების  წახალისების მიზნით,  კასპის მერიის ინიციატივით ერთი სასწავლო სემესტრის ვადით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ და რეგისტრირებულ წარჩინებულ სტუდენტს ქულათა რაოდენობის რიგითობის მიხედვით სტიპენდია ენიჭებათ.

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა სტუდენტებს მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. ამასთან ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას, ხელმისაწვდომობასა და ამ პროცესში სახელმწიფოს აქტიურ როლს. ,, თქვენი მოტივაცია და მიზანდასახულობა მნიშვნელოვანია როგორც თქვენი მუნიციპალიტეტისთვის, ისე ქვეყნისთვის. თქვენ ხართ ის მომავალი თაობა, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი უნდა შექმნას და რომლის  საწინდარი განათლებაა. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თქვენს ინიციატივებს, იდეებს და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებულ საგანმანათლებლო პროექტებს“ - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.

ტარიელ შარიფაშვილის სახელობითი სტიპენდია 2019 წელს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნითა და კასპის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს გადაწყვეტილებით  დაწესდა. ტარიელ შარიფაშვილი 1992-1993 წლებში კასპის რაიონის გამგებელი და ასევე, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის მეთაური იყო, რომელიც აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

სახელობითი სტიპენდია ტარიელ შარიფაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად დაარსდა და წარმატებულ სტუდენტებს ენიჭებათ. სტიპენდიის მიზანია ფინანსური, მორალური მხარდაჭერა და  წახალისება. ვულოცავ თითოეულ მათგანს, მერია კი ყოველთვის დაუჭერს მხარს ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებას და მათ განათლებაში ჩადებულ ინვესტიციას - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics