07:26 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 16:17:37, 1307 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

კასპის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. საბავშვო ბაღები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ახალი პროგრამის ფარგლებში  აშენდება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სოფელ ფერმაში დაგეგმილია 50, სოფელ ოკამში 75, ლამისყანაში, მეტეხში, ახალციხეში, ქვემო გომში, თვალადსა და ახალქალაქში 100 ბავშვზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აშენება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერები უკვე გამოაცხადა, ფერმის საბავშვო ბაღზე კი პრეტენდეტის შერჩევა შეფასება მიმდინარეობს. ტენდერი ითვალისწინებს მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics