21:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 16:32:45, 933 ნახვა

რეგიონი
აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონის წარმატებით ჩატარებისთვის თორნიკე რიჟვაძემ უწყებათაშორისი შეხვედრა გამართა

აჭარის საზღვაო ტურისტული სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინებულად და ეფექტიანად განხორციელებისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გამართა.

"2023 წლის საზღვაო სეზონის წარმატებით ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა უწყების სრული კოორდინაცია", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

უწყებებს დაევალათ საორგანიზაციო სამუშაოების დაწყება მუნიციპალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესების,  უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სატრანსპორტო ნაკადებისა და ნარჩენების მართვისთვის.

აჭარა, ბათუმი 2023 წელს საერთაშორისო სპორტული, ტურისტული და კულტურული ღონისძიებების ცენტრი იქნება. ტურიზმის აღდგენის დინამიკა აჭარაში მზარდია, 2022 წელს რეგიონში 3,9 მლნ ვიზიტი  გამხორციელდა. შესაბამისად, 2023 წლის საზღვაო სეზონთან დაკავშირებითაც მოლოდინები პოზიტიურია.

აჭარაში, ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სერვისების შექმნის  პარალელურად, მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაციაზე მუშაობა. აჭარა წარმოდგენილია ყველა  მნიშვნელოვან  და რეპუტაციულ ტურისტულ პლატფორმაზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორიცაა ბერლინის, მადრიდის, მილანისა და ისრაელის ტურისტული გამოფენები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics