21:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 14:15:53, 943 ნახვა

რეგიონი
გზების დეპარტამენტი რიკოთზე - კვირის ბოლოს გვეცოდინება, როდის შევძლებთ ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, როდის აღდგება რიკოთის საგზაო მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობის განახლება დამოკიდებულია გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევებზე, რომელთა პირველადი, წინასწარი შედეგები ცნობილი კვირის ბოლოსთვის გახდება.

"მოძრაობის შეწყვეტა გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობიდან, ვინაიდან თოვლის დნობის შედეგად, გზასთან სიახლოვეს, დაახლოებით 200 მეტრში, განვითარდა მეწყრული პროცესები. შესაბამისი დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა ბზარების ზრდის და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოსვლის ტენდენცია. ამიტომ, სპეციალისტების დაკვირვების შემდეგ და მათი რეკომენდაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეზღუდა რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ამ ეტაპზე რიკოთის 149-ე კმ-ზე გზის გაფართოვების სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შესაბამისი გეოლოგიური კვლევებისათვის გზის მიყვანის სამუშაოები, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გეოლოგიური, გეოფიზიკური კვლევები საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ. კვირის ბოლოსთვის უკვე ცნობილი იქნება პირველადი, წინასწარი შედეგები, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვიმსჯელოთ როგორც საფრთხეების დონეზე, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რიკოთის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 მარტს შეწყდა. მოძრაობა  გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics