21:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 15:33:05, 1164 ნახვა

რეგიონი
ქედაში რწმუნებულებთან და მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქედაში, სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რწმუნებულებთან და მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე პროგრამაში ჩართვისა და ბიზნეს-იდეის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს.

"სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო და მცირე მეწარმეებს დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი სახელმწიფოს მხარდაჭერით. 

 ბიზნეს-იდეების რეგისტრაცია 3 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება", - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics