04:22 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-08 10:58:37, 1418 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების ბიუჯეტი 6 501 800 ლარით განისაზღვრა

მიმდინარე წელს, ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების ბიუჯეტი 6 501 800 ლარით განისაზღვრა. 

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. წელს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება, როგორიცაა:
• 30 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა;
• სოფელი ქვედა აქუცისა და სოფელ ვაიოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა;
• ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ხანდაზმულებისათვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცის მოწყობა;
• წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა;
• შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია;
• სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია;
• დაბა ქედაში მრავალფუნქციური სასწრაფოს  შენობის მშენებლობა, რომელიც 2022 წელს დაიწყო და მიმდინარე  წელში დასრულდება;
• დაბა ქედაში, რუსთაველის ქ. N13 და N15 საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ  სპორტული მოედნით, ადაფტირებული და ევრო სტანდარტებით აღჭურვილი ახალი პარკის მშენებლობა, რომელიც 2022 წელს დაიწყო და მიმდინარე  წელში დასრულდება;
• ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრების კეთილმოწყობა;
• ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში 4 ახალი კაპიტალური სახლი აშენდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics