16:52 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 13:43:02, 1385 ნახვა

რეგიონი
დღეს აჭარის მთავრობის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

დღეს აჭარის მთავრობის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიმდინარე წელს დაგეგმილი და ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამები და პროექტები განიხილეს. 

მთავრობის თავმჯდომარემ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით, დაფინანსდება თვალის ბადურას მძიმე დაავადებების მქონე  მოქალაქეების მკურნალობა,  ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების ბენებიციარების სტაციონარული მომსახურება.

რეგიონში უკვე სრულად ფინანსდება გულის ქირურგია, ასევე ონკოდაავადებების მკურნალობა. 
ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად სოციალური პროგრამები რჩება. გაიზარდა ეკომიგრანტებისთვის შესაბამისი დაფინანსება. 

▪ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფარგლებში წელს ამოქმედდება ახალი პროგრამები: 
• სისხლში ტყვიის მაღალი ექსპოზიციის მქონე ბენეფიციართა საცხოვრებელი გარემოს შესწავლა 
• მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისათვის
•ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგი
▪ ხოლო დასაქმების სააგენტო პირველად დაიწყებს: 
• ინფორმაციულ ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმება-თვითდასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარება
• დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა სამუშაო იარაღებით უზრუნველოფის გზით.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება სოციალური სახლების მშენებლობა.  ქობულეთში დაიწყო ახალი სოციალური სახლის პროექტირება, რისთვისაც 18 მლნ ლარი დაიხარჯება.  

ასევე, მნიშვნელოვანია,  ავარიული სახლების პროგრამა. აჭარის მთავრობის და ბათუმის მერიის კოორდინირებული მოქმედებით დაიწყება მრავალბინიანი საცხოვრისის მშენებლობა, რაც  დაახლოებით 800 ოჯახის პრობლემას გადაჭრის.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics