05:52 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-25 13:08:28, 1465 ნახვა

რეგიონი
გორის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

გორში, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეით ბრიგადაში მორიგი ღია კარის დღე გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ქვედანაყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟინვალისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

„მოსწავლეებმა სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, ახლად გახსნილი ყაზარმა და თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვილი სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს. ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გაცნობა იყო, რადგან მათ სამხედრო გაკვეთილებზე თეორიულად შესწავლილი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, უშუალოდ სამხედრო ბაზაზე იხილეს. მოსწავლეების ღია კარის დღე „ჯარისკაცის ულუფის“ დაგემოვნებით დასრულდა.

ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობაში ცნობადობის ამაღლება და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics