12:57 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-24 22:36:09, 1747 ნახვა

სხვადასხვა
მსოფლიო პატრიარქი: უკრაინა ერთი თავხედური, უკანონო შეჭრის საზარელი შედეგებისაგან იტანჯება

მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე მსოფლიო საპატრიარქოს ვებგვერდზე ქართულ ენაზეც გამოქვეყნდა.

კონსტანტინეპოლის პატრიარქი შობის დღესასწაულს ულოცავს ქრისტიანულ სამყაროს, ყურადღებას ამახვილებს კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და დიდ ყურადღებას უთმობს უკრაინაში მიმდინარე ომს.

"წელს, ქრისტესშობის სახარებისეული უწყება ომის დაფდაფეფბთან და უკრაინაში გასროლილი ტყვიების ჟღარუნთან იქნება თანახმიანობაში, რომელიც (უკრაინა) ერთი თავხედური და უკანონო შეჭრის საზარელი შედეგებისაგან იტანჯება. ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის ნებისმიერი ომი არის ძმათამკვლელი და სამოქალაქო, როგორც აღნიშნავს ამას მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდი კრება, „ომი არის სამყაროში ბოროტებისა და ცოდვის შედეგი“ (მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში, 4, 1). გარდა ამისა, უკრაინის შემთხვევას პირდაპირ ეხმიანება წმიდა გრიგოლ პალამას სიტყვები, რომლებიც, იმ დროის თესალონიკში მართლმადიდებელთა მიერ წარმოებულ სისხლისმღვრელ დაპირისპირებებს უკავშირდებიან: „გვაქვს საერთო წმიდა დედა ეკლესია და ღვთისმოშიშება, რომლის თავი და სრულყოფილება არის ქრისტე, ჭეშმარიტი ძე ღვთისა, რომელიც მარტოოდენ ღმერთი კი არ არის ჩვენთვის, არამედ სათნო ძმა და მამაც“ - წერია მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

პატრიარქის აზრით, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ერთა შორის არსებული მშვიდობა არასდროს არ ყოფილა თავისთავად გასაგები მდგომარეობა, არამედ ყველგან და ყოველთვის ის გახლდათ შედეგი შთამაგონებელი ინიციატივებისა, ვაჟკაცობისა და მსხვერპლის გაღებისა, ძალადობის მიმართ გამოვლენილი წინააღმდეგობისა და ომის, როგორც პრობლემების გადაჭრის საშუალბის უგულებელყოფისა; ეს ასევე იყო გამუდმებული ბრძოლის შედეგი, რომელიც ადამიანური ღირსების დაცვისა და სამართლიანობისაკენ იყო მიმართული. მათი წვლილი მშვიდობისა და შერიგების საქმეში, არის რელიგიების სანდოობის უპირველესი კრიტერიუმი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics