11:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 13:51:35, 1538 ნახვა

რეგიონი
თელიანის დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო სივრცის მოწყობის სამუშაოები კასპის მერმა დაათვალიერა

კასპის მუნიციპალიტეტში, თელიანის დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო სივრცის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს.

კასპის მერიის ცნობით, აღნიშნულ დასახლებაში სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული 54 ოჯახი ცხოვრობს.

საბავშვო ატრაქციონების მოწყობა/მონტაჟს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯთ დიზაინ მეტალი“ ახორციელებს.

პროექტის ღირებულება 14 350 ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, საბავშვო სივრცეების მოწყობა მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს. თელიანის პარალელურდ სამუშაოები, სოფელ აღაიანის სვანების დასახლებასა და  მეტეხის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაშიც ხორციელდება. 

„მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ცდილობს რაც შეიძლება მეტი საბავშვო სივრცე შექმნას და ბავშვებს გართობისა და დასვენების პირობები შეუქმნას“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics