|
2022-11-24 13:51:22, 1443 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო
შუახევის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი და პრიორიტეტები შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ წარადგინეს. 2023 წლის საწყისი ბიუჯეტი, გასული წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 283 5000 ლარით გაიზარდა და 17 900 000 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 7 000 000 ლარამდე დაიხარჯება, განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული მიმართულებით 3 000 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული, ხოლო 2 000 000 ლარამდე განისაზღვრა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინასება. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულო მერიას ბიუჯეტის პროექტს რეკომენდაციებით, წინადადებებითა და შენიშვნებით არაუგვიანეს 25 ნოემბერს დაუბრუნებს. თავის მხრივ, შუახევის მერია ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე წარუდგენს. შუახევის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე დაამტკიცებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)