|
2022-11-02 16:34:15, 1613 ნახვა
რეგიონი
პოპულარული ბრიტანული გამოცემა Wanderlust მოგზაურებს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს
პოპულარული ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი Wanderlust ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, გავლენიანი გამოცემა ბათუმში მოგზაურობის შვიდ მიზეზს ასახელებს, მილიონობით მკითხველს კი, ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. „შავი ზღვის მარგალიტის“ სახელით ცნობილი, საქართველოს სუბტროპიკული ქალაქი ბათუმი 2000 წელზე მეტია ხიბლავს ვიზიტორებს. მას ყველა მიზეზი აქვს მოგანდომოთ თავად აღმოაჩინოთ იგი... ის ერთდროულად არის როგორც უძველესი, ისე თანამედროვე, გულუხვი, სტუმართმოყვარე და ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი საკვებითა და ღვინით დალოცვილი ქალაქი მსოფლიოში. რას ელოდები?“ იწყებს სტატიას ჟურნალისტი პიტერ მური. ბათუმში მოგზაურობის მიზეზებს შორის გამოცემა ქალაქის არქიტექტურას, სანაპიროს, ბუნებას, აჭარის მთებსა და გემრიელ სამზარეულოს ასახელებს. „აჭარის მთები, რომლითაც გარშემორტყუმულია ბათუმი, უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ თვალწარმტაცი ფონი ქალაქისათვის. ზღვის დონიდან 1500-2200 მეტრზე მდებარე ციცაბო ფერდობები, დაფარული ხშირი ტყით, წყალუხვი ჩანჩქერებითა და ტბებით, ერთდროულად სიმშვიდის თავშესაფარსა და სათავგადასავლო ადგილს წარმოადგენს“. აჭარის მთებზე საუბრისას ჟურნალისტი ხაზს უსვამს ეროვნული პარკების ბიომრავალფეროვნებასა და იუნესკოს აღიარებას. Wanderlust-ის ყურადღების ცენტრში ექცევა ბათუმის ბულვარიც თავისი სანაპიროთი და ზღვისპირა არქიტექტურით, ასევე ქალაქის თანამედროვე და ძველი შენობების ნაზავი. „ბათუმი თვალწარმტაცი არქიტექტურის ქალაქია, სადაც მე-19 საუკუნის შენობები შერწყმულია თანამედროვე ცათამბჯენებთან. ბათუმს აქვს ყველაფერი, დაწყებული დიდებული ბაროკოს ნაგებობებიდან, ანბანის კოშკის მსგავსი ულამაზესი „საინსტაგრამო“ შენობებით დამთავრებული“. ქართული კულტურისა და ტრადიციების უკეთ შესაცნობად ჟურნალისტი მოგზაურებს ბათუმში სუფრაზე მოხვედრას ურჩევს, რომელიც როგორც თავად აღნიშნავს სავსეა ადგილობრივი კერძებით, ქედის უნიკალური ღვინითა და მასთან შერწყმული მრავალხმიანი ფოლკლორით. „იქნება ეს უნიკალური მრავალხმიანი სიმღერა, უძველესი აჭარული ცეკვები თუ სუფრასთან ასე მჭიდროდ დაკავშირებული სადღეგრძელო, ქეიფის ტრადიცია, ბათუმში კულტურა განუყოფლად არის დაკავშირებული საზოგადოების დღესასწაულთან და სტუმართმოყვარეობასთან. როგორც არ უნდა გადაწყვიტოთ აჭარაში დროის გაატაროთ, სიურპრიზებით სავსე დასვენება გელოდებათ და უეჭველად დაბრუნდებით სახლში მოგონებებით, რომლებიც მთელი ცხოვრება თან გაგყვებათ,“ - წერს პოპულარული ჟურნალი.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)