04:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-06 10:25:44, 1514 ნახვა

რეგიონი
ქედაში, მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქედის კულტური სახლში კონცერტით აღინიშნა, რომელშიც ქედის კულტურის ცენტრთან არსებული  ანსამბლები: ,,ბეთლემი", ,,ელესა", ,,იაგუნდი", ფოლკ-ბენდი, ირინა დევაძე, აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი ,,ბათუმი" და პოლონეთის ქვემო სილეზიის ვოკალური ანსამბლი ,,ჰეიშოვინა" ღებულობდა მონაწილეობას. 

"ვულოცავ ყველა მასწავლებელს პროფესიულ დღეს, თქვენი უმნიშვნელოვანესი მოვალეობის ღირსეულად შესრულებას და წარმატებული თაობების აღზრდას გისურვებთ" - აღნიშნა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.  

 აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ დღეს გაიმართა ქედასთან დამეგობრებული პოლონეთის ანსამბლ ჰეიშოვინას ქართულ-პოლონური კულტურის ფესტივალი, პოლონელი სტუმრების მიერ ქართულად შესრულებულმა სულიკომ და თბილისომ განსაკუთრებული ოვაცია და მოწონება დაიმსახურა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics