04:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 10:47:06, 1396 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტმა მინი ფეხბურთში აჭარის პირველობა მოიპოვა

მუნიციპალიტეტებსა და ბათუმის გუნდებს შორის მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა.  ტურის ფარგლებში სულ 14 თამაში ჩატარდა, რომელშიც ქედის გუნდმა 14 - ვე მოიგო და აჭარის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.  

 ასევე, დასახელდა  სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული სპორტსმენები: 

  • გიორგი შავლიძე - ტურნირის  ბომბარდირი, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა;
  • რომა ქობულაძე - ტურნირის საუკეთესო მცველი;
  • ირაკლი ბარამიძე - ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი 

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე სპორტსმენებს და გუნდის წარმომადგენელს არჩილ ბეჟანიძეს  შეხვდა მიღწეული გამარჯვება მიულოცა და ქვეყნის გარეთ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობისათვის წარმატებები უსურვა.

ტურნირს მინი ფეხბურთში ქედის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,სასპორტო სკოლის" დირექტორი მანუჩარ ჯიჯავაძე უწევდა ორგანიზება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics