|
2022-09-06 16:26:06, 1499 ნახვა
რეგიონი
კულტურისა და ხელოვნების ღვაწლმოსილ მუშაკს, საპატიო შუახეველს, რეზო ფევაძეს 75 წელი შეუსრულდა
კულტურისა და ხელოვნების ღვაწლმოსილ მუშაკს, საპატიო შუახეველს, რეზო ფევაძეს 75 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი, რეზო ფევაძეს, შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად მიულოცა, კულტურის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. რეზო ფევაძე 50 წელზე მეტია ჩართულია მუნიციპალიტეტის კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში. მუშაობდა შუახევის კულტურის ცენტრში სხვადასხვა პოზიციაზე. მონაწილეობდა როგორც ქვეყნის, ასევე, მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ფესტივალებში. დაჯილდოებულია მედლებით, სიგელებით, დიპლომებითა და პრემიებით. მინიჭებული აქვს აჭარის კულტურის დამსახურებული მუშაკის, საპატიო მარეთელისა და შუახევის კოლორიტის წოდება. ეწეოდა შემოქმედებით საქმიანობას ვაჟთა ვოკალურ ანსამბლში ,,შუახევი“ და იყო მისი უცვლელი წევრი. არის ფოლკლორის, ხალხური შემოქმედებითი, რესპუბლიკური და სხვადასხვა ფესტივალების ლაურეატი. მისი ავტორობით გამოიცა შუახევის ნახევარ საუკუნოვანი შემოქმედებითი ცხოვრების ისტორიის ამსახველი წიგნი-ალბომი ,,შენი განდაგანა, რერო ოდელია". რეზო ფევაძე დღემდე აგრძელებს კულტურის სფეროში მოღვაწეობას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)