|
2022-08-29 10:42:47, 1533 ნახვა
რეგიონი
28 აგვისტოს სოფელ წინარეხში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით დოღში შეჯიბრი გაიმართა
28 აგვისტოს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით დოღში შეჯიბრი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილე 10 ცხენოსანიდან, უფროსი 29 წლის ხოლო უმცროსი 13 წლის ლევან შოშიტაიშვილი იყო. შეჯიბრში მონაწილეობდა ერთად ერთი გოგონა სოფელ გუდალეთიდან. დოღში მონაწილეობას მცხეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებიც იღებდნენ. 2 კილომეტრიანი მონაკვეთი პირველი წინარეხელმა ბაჩუკი ბედოიძემ დაფარა, მეორე ადგილი კავთისხეველი გიორგი იორდანიძემ, ხოლო მესამე ადგილი თვალადელმა საბა კავთიაშვილმა მოიპოვეს. „დღევანდელი ღონისძიება ქართული ტრადიციების აღდგენის და დამკვიდრების კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითია, რომლის მხარდამჭერი ყოველთვის ვიქნები“ -აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელმაც პირადად დაწესებული პრიზი ერთადერთ მონაწილე გოგონას, ელენა მოდრეკილაძეს გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)