2022-07-08 17:55:36, 1373 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქით დაზარალებულ 34 ოჯახს დაეხმარება
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქით დაზარალებულ 34 ოჯახს დაეხმარება საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. კომისიის რეკომენდაციითა და აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 34 ოჯახს გაეწევა. გამოიყოფა 319 528 ლარი, რაც დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა/მშენებლობა/რეაბილიტაციას მოხმარდება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),