2022-06-08 14:29:23, 1245 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში, 6 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქობულეთში დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.
ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 6 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც 20 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურების აღდგენას უზრუნველყოფს.
აღდგენილი სადრენაჟე არხები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),