22:21 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 15:31:50, 1248 ნახვა

რეგიონი
ხოვლეს სკვერის განახლება მალე დასრულდება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო   სამუშაოები დასრულების ფაზაშია. სამუშაოები  შიდა ქართლის  სახელმწიფო რწმუნებულის  მოადგილემ აბიკო აბესაძემ და  კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერეს.

მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ გამოცხადებულ  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ახალ ჭიათურა“-მ, არსებული სკვერის დემონტაჟის შემდეგ ახლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
სკვერში  სავალ ბილიკებზე დაიგო ფილები,  მოეწყო მწვანე  საფარი, დარგეს  ნარგავები, დამონტაჟდა გარეგანათების ლამპიონები. სამუშაოების დასრულების შემდეგ სკვერში განთავსდება ურნები და სკამები. 

მუნიციპალიტეტის მერიამ  ხოვლეს სკვერის რეაბილიტაციისათვის 176 667 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო. 

სოფლის ცენტრში მდებარე სკვერი მოსახლეობის დასვენების ერთადერთი სივრცეა  და აუცილებელ განახლებას საჭიროებდა. დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოწყობას  მერია, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში ეტაპობრივად განახორციელებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics