2022-05-17 15:42:15, 1431 ნახვა
რეგიონი
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 9 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურში დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ამის შესახებ ინგორმაციას საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 9კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში, 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),