10:34 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 12:28:04, 1421 ნახვა

რეგიონი
აჭარის პოპულარიზაციის მიზნით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით  არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ემირატებში წამყვანი ტურისტული სააგენტოების, მედიასაშუალებების, სარეკლამო კომპანიების, ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სამსახურების წარმომადგენლებს ხვდება.

განსაკუთებით მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს ავიაკომპანიების Air Arabia-სა და Fly Dubai-ის წარმომადგენლებთან, რომლებმაც საუბრისას აღნიშნეს, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ემირატებიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება.

ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ავიაკომპანიებთან შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე.  

„საქმიანი შეხვედრები დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის “ATM”-ს ფარგლებში მიმდინარეობს, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს. აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მიმართ მაღალია ინტერესი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რაზეც სტენდთან ვიზიტორთა და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანით დაინტერესებულ ტურისტულ კომპანიათა მზარდი რაოდენობა მეტყველებს.

დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქმიანი ტურიზმის კუთხით ერთი-ერთი უმსხვილესი გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც ტურიზმის სფეროს ძირითადი მოთამაშეები, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, ავიაკომპანიები, მედიისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსოფლიოს 112 ტურისტული მიმართულებიდან მონაწილეობს. წელს, გამოფენას 20, 000 -მდე ვიზიტორი სტუმრობს. ის 9 მაისს გაიხსნა და 12 მაისს დაიხურება.“ - აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ.

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics