20:16 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 18:08:44, 1699 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის 3 თვის შედეგები შეაჯამა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გამცემი სამუშაო ჯგუფის მიერ, მიმდინარე წლის 3 თვის  განმავლობაში სოციალური  პროგრამის ფარგლებში გაწეული  დახმარების შედეგები შეჯამდა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიცპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2022 წლის 3 თვეში მერიის სოციალური პროგრამით 452 869  ლარის ფარგლებში  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 1 121 მოქალაქემ ისარგებლა. 

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის დაავადების მქონე მოქალაქეებს,  საშუალება აქვთ ისარგებლონ  მერიის ყოველწიური სოციალური  პროგრამის 34 მუხლის დახმარებით, რომლის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.  2022 წელს დამატებულია ახალი მუხლი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება. 

„2022 წლის  სოციალური პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 1 050 000 ლარის ოდენობით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს გადაწყვეტილებით დაფინანსება იზრდება  წლის ბოლომდე, რათა პროგრამით გათვალისწინებული დახმარება ყველა პაციენტმა მიიღოს. 

საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მერიის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“ - აღნიშნა  კასპის  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა  ზურაბ კოპაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics