2022-04-08 13:51:42, 1010 ნახვა
სამხედრო
რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის სადგური დაბომბეს, როცა ასობით ადამიანი გაქცევას ცდილობდა
რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკში რკინიგზის სადგური დაბომბეს. Ukrzaliznytsya-ის გამგეობის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა, რომ 30 დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა ადამიანი.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, იმ მომენტში ათასობით ადამიანი იყო ევაკუაციის მსურველი, ისინი სადგურზე და ბაქანებზე იმყოფებოდნენ.
დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო აცხადებს, რომ დარტყმა რუსული რაკეტით ისკანდერით განხორციელდა.
DPR-ის თავდაცვის შტაბი ირწმუნება, რომ დარტყმა უკრაინულმა ტოჩკა-უ-ს რაკეტამ განახორციელა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,