2022-04-06 17:26:48, 1454 ნახვა
რეგიონი
კასპში ლესელიძის ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს
ქალაქ კასპში ლესელიძის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქუჩის სიგრძე 332 გრძივი მეტრია. სამუშაოების ღირებულება 341 139 ლარს შეადგენს, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორციელებს.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანს
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტი აქამდე არასდროს ყოფილა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),