02:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-22 17:40:09, 1225 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში, წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში, წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა. ამ დღის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას.

ღონისძიებას, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აჭარის წყლის ალიანსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე მირიან აბაშიძემ, წარმოადგინა ანგარიში, სადაც ისაუბრა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სისტემაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და არსებულ გამოწვევებზე.

გასულ წელს, პანდემიის მიუხედავად წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით განხორციელდა 550 000 ლარის 20-ზე მეტი პროექტი.

მიმდინარე წელს, სასმელი წყლის და წყალარინების სისტემების გაუმჯობესების მიზნით, 750 000 ლარის ღირებულების 10 ზე მეტი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის საზაფხულო იალაღებზე. პროექტების დასრულების შედეგად 1000-ზე ოჯახი ისარგებლებს ახალი წყალმომარაგებით.

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა, აჭარის წყლის ალიანსის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ ბედინაძემ.

მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, აჭარის წყლის ალიანსი, აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოებს 16 სოფელში განახორციელებს. შესრულდება 26 884 557 ლარის ღირებულების სამუშაოები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics