2022-03-18 11:34:37, 897 ნახვა
რეგიონი
ხობის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობი-უტორას დამშრობ მასივს აწესრიგებს.
უწყების ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიფულის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 6,5 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხი იწმინდება.
"სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება; შედეგად, 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.
დამშრობ მასივზე სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება." - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),