02:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-08 12:18:45, 1114 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალურ დახმარებას განაგრძობს

აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აგრძელებს ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამას. პროგრამის ფარგლებში ტყუპზე 2000 ლარი, ხოლო სამი და ოთხი ტყუპის შემთხვევაში 3000 და 4000 ლარი გაიცემა.

8 მარტთან დაკავშირებით, სიმბოლურად აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“, ახალშობილი ტყუპების დედა მაკა ჭელიძე მოინახულა, რომელსაც ორი გოგო ხატია და მარიამ კეკელიძეები შეეძინა.

კეკელიძეების ოჯახს სამინისტროს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხა - 2000 ლარი საბანკო ანგარიშზე დაერიცხებათ.

„მოხარული ვარ, რომ ტყუპების გაჩენა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოგვილოცა. უკვე ოთხი შვილის დედა ვარ. ხატიას და მარიამს სახლში 7 და 10 წლის და ძმა ელოდება“, - აღნიშნა ტყუპების დედამ.

,,დღეს, სიმბოლურად, ქალბატონს მივულოცეთ ტყუპი ქალიშვილების შეძენა. ისინი რა თქმა უნდა, ჩვენი პროგრამის ფარგლებში მიიღებენ მატერიალურ დახმარებას. ზოგადად, ზმშობლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ტერიტორიაზე, ტყუპების შეძენის შემთხვევაში, 6 თვის ვადაში უნდა მომართონ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დოკუმენტებით და ისარგებლონ პროგრამით"- აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

სამინისტრო პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს, მიმდინარე წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 13 ოჯახმა, დაიბადა 26 ტყუპი. 2022 წელს პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 150 000 ლარს.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics