2022-02-04 21:04:26, 1027 ნახვა
რეგიონი
ხობში, 65 წლის მამაკაცი წყლის არხში გარდაცვლილი იპოვეს
ხობის მუნიციპალიტეტიში, 65 წლის მამაკაცი წყლის არხში დამხრჩვალი იპოვეს.
შემთხვევა სოფელ პირველ მაისში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. მას სავარაუდოდ, არხთან ფეხი დაუცურდა და წყალში ისე ჩავარდა.
უკანასკნელი ცნობებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,