03:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-17 15:04:21, 1855 ნახვა

სხვადასხვა
ნიდერლანდების მეფე აღარ გამოიყენებს ოქროს ეტლს, მასზე დახატული რასისტული სცენების გამო

ნიდერლანდების სამეფო ოჯახი ცერემონიებისთვის ცნობილ ოქროს ეტლს აღარ გამოიყენებს. გადაწყვეტილება მეფე ვილემ-ალექსანდრემ გააჟღერა. 
ნიდერლანდებში დავა დიდიხანია დაიწყო ეტლის  დეკორაციის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.  ეტლზე  არის სცენები ქვეყნის კოლონიური წარსულიდან. ერთ-ერთ ნახატში, აფრიკელები და აზიელები ჩუქნიან კაკაოს და შაქრის ლერწმს თეთრკანიან ქალს, ნიდერლანდების სიმბოლოს, და სანაცვლოდ მისგან იღებენ წიგნს, რომელიც ახასიათებს ცივილიზაციას.
სამეფოს ზოგიერთი მკვიდრი სცენას ღიად რასისტულად მიიჩნევს.
თავის ვიდეომიმართვაში ვილემ-ალექსანდერი აღნიშნავს: - „ჩვენს ისტორიაში ბევრი გვერდია, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, ამავდროულად, გვაძლევს მნიშვნელოვან გაკვეთილებს, საშუალებას ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები, რათა თავიდან ავიცილოთ ისინი მომავალში. ჩვენ არ შეგვიძლია წარსულის გადაწერა, მაგრამ შეგვიძლია შევეცადოთ შევეგუოთ მას. ოქროს ვაგონი მხოლოდ მაშინ იმოგზაურებს, როცა ნიდერლანდები მზად იქნება. - განაცხადა ნიდერლანდების მეფემ.
ვაგონი იყო ამსტერდამელი ხალხის საჩუქარი  1898 წელს დედოფალ ვილჰელმინას ტახტზე ასვლის აღსანიშნავად. მას შემდეგ, იგი გამოიყენება მხოლოდ ყველაზე საზეიმო შემთხვევებში, მათ შორის მონარქის მიმართვვისას ქვეყნის პარლამენტში. ბოლოს ეკიპაჟი 2015 წელს ჩაერთო, მერე რესტავრაციაზე გადაიყვანეს.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics