13:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-16 13:38:58, 1261 ნახვა

რეგიონი
შტორმმა ბათუმის ბულვარში ინფრასტრუქტურა დააზიანა

ბათუმის ახალ ბულვარში, შტორმმა სანაპიროს ინფრასტრუქტურა დააზიანა. სანაპირო ბილიკი ხრეშით დაიფარა. დაზიანებულია ასევე, მიმდებარე მწვანე ზოლი და საშხაპეები.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, დაბინძურებული სანაპირო ზოლი, უკვე იწმინდება. ადგილზე მობილიზებულია დასუფთავების სამსახურიც.

„ახალ ბულვარში შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლი დილიდან იწმინდება. ადგილზე მობილიზებულია შპს “სანდასუფთავების” სამსახურის რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა.

შტორმის შედეგად ძირითადად ქვა-ღორღით დაიფარა “აკვა-პარკის” მიმდებარე მონაკვეთი, სადაც დაზიანებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში იქნება აღდგენილი.

ამ დროისათვის, სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა ისევ ნარჩუნდება და შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები თოვის ინტენსივობის შესაბამისად გაგრძელდება“, - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics