|
2021-11-26 15:41:07, 1156 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი კონტაქტურ კარატეში წარმატებულ სპორტსმენს, დათა ფუტკარაძეს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, წარმატებულ სპორტსმენს, საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრს, კონტაქტურ კარატეში დათა ფუტკარაძეს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა. ინფორმაციას შუახევის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დათა ფუტკარაძე, რუმინეთის ქალაქ ორადეაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში,70 კგ.წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. სამგზის ევროპისა და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, 3-4 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ლიტვიის დედაქალაქ ვილნიუსში, საქართველოს სახელით მსოფლიო სალიზენციო ტურნირზე იასპარეზებს. ომარ ტაკიძემ, სპორტსმენს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა, სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა და ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)