11:45 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-08 12:27:51, 1194 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამედიცინო ამბულატორიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რუსუდან შავიშვილთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელვაჩაურის განყოფილების უფროსთან, ნატო ნაკაშიძესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სარფის სამედიცინო ამბულატორიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში, კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია რეგიონის ყველა ამბულატორიასა და თემის სამედიცინო პუნქტში, ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ტარდება. ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომია ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინები. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს სერვისით სახლთან ახლოს, სოფლიდან გაუსვლელად, უახლოეს სამედიცინო პუნქტში ისარგებლოს.

ამ დროისათვის, სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში, გასული ერთი თვის განმავლობაში ადმინისტრირებულია 1 789 ვაქცინა.

ჯამში, აჭარაში სულ - ჩატარებულია 219 389 დოზა ვაქცინა. მათ შორის: I დოზით აცრილია- მოსახლეობის 32.5 %, 18 წელს ზემოთ 42.7 %; II დოზით - მოსახლ 29.2 %, 18 წელს ზემოთ 38.4 %; ხოლო სამიზნე ჯგუფის - 63.9 %.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics