|
2021-11-08 12:17:48, 1021 ნახვა
რეგიონი
სოფელ გეტაში რიტუალების სახლის კეთილმწოყობა და მინი სტადიონის პროექტირება იგეგმება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები განახლდა. მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ გეტას მოსახლეობას შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფლის წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობა რიტუალების სახლის კეთილმოწყობასა და მინი სტადიონის პროექტირებას განახორციელებს. „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ჩვენს მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. ამჯერად სოფელ გეტას მოსახლეობას შევხდით და სოფლის წინაშე არსებული პრობლემები განვიხილეთ. მოსახლეობის თხოვნით, სოფელში რიტუალების სახლის კეთილმოწყობასა და მინი სტადიონის პროექტირებას განვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ამ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით არ შემოვიფარგლებით და სოფლის მოსახლეობას კვლავ არაერთ პროექტს შევთავაზებთ. მოქალაქეებთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება და ჩვენს სოფლებში არსებულ პრობლემებს ადგილობრივებთან ერთად გადავჭრით“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)