|
2021-10-18 13:18:54, 1296 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“ გრძლდება
კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“ გრძლდება, - ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სოფელ ხოვლეში ცენტრალური მაგისტრალის გაყვანის და საუბნო დაქსელვის სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება მიმდინარეობს. სოფელში, რომელშიც 900 ოჯახამდე ცხოვრობს, პირველი გაზქურა ანთებულია -გამრიცხველიანება კი ეტაპობრივად უბნების მიხედვით გრძელდება. კასპის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოებს წლებია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ და გაზის კომპანია „სოკარ ჯორჯია“ ახორციელებენ. პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფამდე გაგრძელდება. დღეისათვის მუნიციპალიტეტის 72 სოფლიდან გაზიფიცირების გარეშე მხოლოდ 10 სოფელია დარჩენილი. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ იმედია სამუშაოებს მალე დაიწყებს და მუნიციპალიტეტი სრულად გაზიფიცირებული იქნება - აღნიშნა კასპის მუნიციაპლაიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)