13:50 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-13 12:20:12, 1290 ნახვა

რეგიონი
ქალაქ ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

ქალაქ ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშივლი, რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე გაეცნენ.

სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, აზიის განვითარების ბანკი 11 მილიონზე მეტი ლარით აფინანსებს.

პროექტი ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მოწყობას. ასევე, კეთილმოეწყობა კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია, გათვალისწინებულია პარკინგი.

სპორტ-კომპლექსის მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები.

 

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics