13:50 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 10:51:01, 1495 ნახვა

რეგიონი
იოსებ ხახალეიშვილი- გვჯერა, რომ ჩვენი გუნდი თქვენგან კვლავაც მყარ მხარდაჭერას მიიღებს

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად,  დიდ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებს შეხვდა და  საკუთარი პროგრამა გააცნო, მათ შორის, ქალაქის განვითარების გენერალური  გეგმის ხედვა, რომელიც დღემდე ქუთაისს არ ჰქონია.

მერობის კანდიდატმა მოქალაქეებს ოთხი მიმართულება წარუდგინა, რომელიც ქუთაისის განვითარებისთვის განისაზღვრა. მისი თქმით, მთავარი გარანტია  თანმიმდევრულად განხორციელდეს ქალაქის პერსპექტივა და თანაბარი სარგებელი მოუტანოს ნებისმიერ სფეროში დასაქმებულს, ან დასაქმების მაძიებელს.

იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, მეწარმეობის განვითარებისა და, ზოგადად, სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამ თვალსაზრისით, მოქმედებს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია მეწარმეობის, მათ შორის, მცირე და მიკრო მეწარმის  ხელშეწყობაზე.

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატის თქმით, ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკით და  ტურიზმის განვითარებით, ახალი ინვესტორების მოზიდვა და მათთვის სასურველი გარემოს შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტია, რაც  მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს ქუთაისის ეკონომიკურ განვითარებას. მომავალში გაგრძელდება და გაფართოვდება მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტები თუ სახელმწიფო პროგრამები; ხელი შეეწყობა ინოვაციური ეკოსისტემის სრულყოფას;  წარმოების გასაძლიერებლად გაგრძელდება ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამების დახვეწა და მათი ეფექტიანობის გაზრდა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქუთაისი და გვჯერა, რომ ჩვენი გუნდი თქვენგან კვლავაც მყარ მხარდაჭერას მიიღებს. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი საერთო გამარჯვება", - განაცხადა შეხვედრებზე  იოსებ ხახალეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics