17:56 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 13:25:32, 801 ნახვა

რეგიონი
აჭარაში პირველი კანიონი ტურისტების მისაღებად მზადაა

უჩხოს კანიონი ტურისტების მისაღებად მზადაა. აჭარაში პირველი კანიონი გიდებმა და  მოლაშქრეებმა ინსტრუქტორებთან ერთად დალაშქრეს. ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულები 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაეშვნენ, რომელთაგან ყველაზე მაღალი 30 მეტრია. უჩხოს ხეობის კილომეტრნახევრიანი კანიონი ულამაზეს ტყეში გადის და მის დალაშქვრას საშუალოდ 4-5 საათი სჭირდება.

კანიონინგი აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ENPARD-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში განახორციელა. სპეციალურად პროექტისთვის გადამზადდნენ კანიონგის ინსტრუქტორები, რომლებიც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს კანიონის უსაფრთხოდ დალაშქვრაში დაეხმარება. ტურისტული სერვისის შეკვეთა მსურველებს აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეუძლიათ. 

უჩხოს ხეობა ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის ბათუმიდან საშუალოდ 2-2,5 საათის სავალ ნაწილზეა. ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებით გამორჩეულია თავად ხულოს მუნიციპალიტეტიც, სადაც გარდა კანიონინგისა 5-ზე მეტი ტურისტული მარშრუტია მარკირებული.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics