20:27 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 13:50:07, 2012 ნახვა

სამხედრო
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს მას 37 წელი შეუსრულდებოდა. თანამებრძოლებმა გიორგი ანწუხელიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის მოძღვარმა მამა გაბრიელ ბაქრაძემ გიორგი ანწუხელიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმაც. სამხედრო მოსამსახურეებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მისი გმირობის ისტორია გაიხსენეს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები.

საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. 9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. მას 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics