|
2021-07-26 18:43:51, 1095 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა, დავით ზაალიშვილთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილმა,ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ,დავით ზაალიშვილთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. ხელისუფლების წარმომადგენლები რუსთაველის ქუჩაზე (N51, N51ა და N53) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას, ამავე ქუჩაზე სანაპიროს გამყოლი სკვერის და N1 საჯარო სკოლასთან სკვერის მოწყობის პროცესს გაეცნენ. რუსთაველის ქუჩაზე (N51, N51ა და N53) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება შენობების იერსახე. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აგურისა და ლითონის დეკორატიული დეტალებით მოპირკეთდება. ასევე გათვალისწინებულია აივნების ლითონის მოაჯირის მინის დეკორატიული მოაჯირით შეცვლა. რაც შეეხება სანაპიროს გამყოლი სკვერის რეაბილიტაციას, პროექტის მიხედვით ტერიტორია კეთილმოეწყობა. განთავსდება გარე-განათება. მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები და ველობილიკი. ტერიტორიაზე განთავსდება საბაღე სკამები, საბავშვო ატრაქციონები და სასმელი წყლის ბიუვეტი. ტერიტორია გამწვანდება. ბულვარის სიგრძე 2076 მეტრი იქნება. უახლოეს პერიოდში დასრულდება N1 საჯაროს კოლასთან სკვერის მოწყობის სამუშაოები. პროექტის მიხედვით მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებლი სივრცე, განთავსდება სკამები და დამონტაჟდება განათება. ქალაქ ბორჯომში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მხარადაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება.
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)