2021-07-26 14:45:25, 3173 ნახვა
სპორტი
ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის ფინალში იაპონელ შოჰეი ონოსთან ვაზარით დამარცხდა.
ლაშა შავდათუაშვილი ტურნირს მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც მან ფრანგი გილიომ ჩაინე ვაზარით დაამარცხა. მერვედფინალში მან ჯიბუტის წარმომადგენელი ადამ ალექსანდრ ჰუსეინი დაამარცხა.
ლაშა შავდათუაშვილი მეოთხედფინალში კანადელ მარგელიდონს შეხვდა, მეტოქე დამატებით დროში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან