22:13 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 16:02:29, 948 ნახვა

რეგიონი
აჭარაში სარესტორნო თემატიკაზე ვიდეოგაკვეთილები მზადდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით მუშაობას აგრძელებს. ამჯერად, კვებისა და ტურისტული ობიექტებში მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად სასწავლო ვიდეოგაკვეთილების შექმნა იგეგმება. სარესტორნო თემატიკაზე მომზადებულ ვიდეოგაკვეთილებში აქცენტი სერვირებასა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებზე გაკეთდება.

სტუმრის მიღება, გარდერობის მომსახურება, მაგიდასთან განთავსება, სტუმართან სწორი კომუნიკაცია, მაგიდის ეტიკეტი და მომსახურების ენა, ასევე სუფრის სწორი გაშლა (Set-up), სტანდარტები და მათი თავისებურებები (საუზმის, სადილის და ვახშმის სერვირება), ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სერვირება, კერძის შეხამება ღვინოსთან, წარდგენა და სერვირება - ის ძირითადი თემებია, რომელზეც ჯამში 10 ვიდეო მომზადდება.

სასწავლო ვიდეოგაკვეთილები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების ონლაინ ვებ-პორტალზე visitajara.com აიტვირთება, სადაც უწყების მიერ ჩატარებული ტრენინგები, მასტერკლასები, ვიდეოგაკვეთილები, სასწავლო მასალები და დაგეგმილი ტრენინგების განრიგია განთავსებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics