01:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 14:58:36, 489 ნახვა

რეგიონი
საჩხერეში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს. კურსი ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში ტარდება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 27 წარმომადგენელი მონაწილეობს. ქართველი, ამერიკელი, უკრაინელი, ლატვიელი, ესტონელი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები სამი კვირის განმავლობაში წვრთნებს საჩხერისა და ჭიათურის საწვრთნელ უბნებზე გადიან. მსმენელები სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, სხვადასხვა სახის სამთო უნარ-ჩვევებს ავითარებენ და სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებს ეუფლებიან.

წვრთნების ფარგლებში სამხედროები მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, გადაადგილების, დაშავებულის კოლექტიური გადარჩენის ევაკუაციის, კლდეზე დაშვების, ფიქსირებულ თოკზე ასვლის, კლდეზე ცოცვის, მდინარისა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის სავარჯიშოებს ასრულებენ. ზაფხულის საბაზისო კურსი 2 დღის განმავლობაში სიმაღლეზე ღამის გათენებით, 24-კილომეტრიანი ადმინისტრაციული მარშის განხორციელებასა და + 800 მ-ზე სიმაღლის აწევასაც გულისხმობს.

კურსი 13 ივნიის დაიწყო და 2 ივლისს დასრულდება. დასასრულს მონაწილეებს კომპლექსური და ფიზიკური ტესტები ჩაუტარდებათ. საბაზისო სწავლების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მათ მოგვიანებით შუალედური კურსის გავლის შესაძლებლობა ექნებათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics