05:52 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 14:25:14, 1158 ნახვა

რეგიონი
ომარ ტაკიძე მაწყვალთის მთაში იმყოფებოდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე მაწყვალთის მთაში იმყოფებოდა.

საზაფხულო იალაღზე მაწყვალთის, კარაპეტის, ოლადაურისა და გუნდაურის სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები, სიახლეები გააცნო და მთაში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

ხელმძღვანელმა პირმა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში მთაში მიმდინარე ელექტროფიკაციის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც ითვალისწინებს ახალი მაგისტრალის მშენებლობასა და შიდა ქსელის მოწყობას. მიმდინარე წელს დაიწყება ასევე, ღომას მთის შიდა ქსელის მოწყობითი სამუშაოები.

ომარ ტაკიძესთან ერთად, მაწყვალთის მთაში მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი როსტომ ლორთქიფანიძე იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics