01:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-17 12:17:33, 1128 ნახვა

რეგიონი
კახეთში, წითელი ნუსხით დაცული ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთში, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ჭალის მუხის სახეობის ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.

2 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სოფელ ჩადუნიანის მიმდებარედ, მოქალაქეები, უკანონოდ მოპოვებული ჭალის მუხის სახეობის 8 ერთეული მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

უკანონოდ მოპოვებული ჭალის მუხის სახეობის 16 ერთეული მორი გამოვლინდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სოფელ ჰერეთისკარშიც, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში.

საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობების მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ, ჯამში, 10 000 ლარს გადააჭარბა. 

ზემოაღნიშნული სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics